სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: რა დამოკიდებულება გაქვთ ბირთვული იარაღის მიმართ?

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას გამოკითხვის გზით ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ. 

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს მივეცი ინსტრუქტაჟი: თუ რა არის გამოკითხვის პროცესი, რომ ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების ერთ-ერთი გამოვლენა. და რა თქმა უნდა აუცილებელია საუბრის შემდეგ მადლობა გადაუხადონ რესპოდენტებს. თუ ვინ უნდა გამოკითხონ, რა კითხვები დაუსვან და რა ფორმით. რესპოდენტების შერჩევა მოხდა მიზანმიმართულად.

მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად:

I ჯგუფს დაევალა გამოეკითხა მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები.

1. რა აზრის ხართ ბირთვული იარაღის არსებობაზე?

2. როგორ ფიქრობთ ბირთვული იარაღი არის თუ არა თავდაცვის გარანტია?

3. იქნებით თანახმა რომ ბირთვული იარაღი ჩვენს ქვეყანაშიც გამოსცადონ?

2 ჯგუფი გამოკითხვებს ჩაატარებს ექიმთან.

1. რა შედეგი მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენებას?
2. რამდენ წელს გრძელდება ბირთვული იარაღის გამოყენებით მიღებული ზიანის გამოვლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე?
3 ჯგუფი მხოლოდ ჯარში ან რეზერვისტად ნამყოფი ადამიანების გამოკითხვა.
1. გაქვთ სურვილი საქართველოს ჰქონდეს ბირთვული იარაღი?
2. ამართლებთ იმ ქვეყნებს რომლებმაც გამოსცადეს ბირთვული იარაღი?
4 ჯგუფს დაევალა ნებისმიერი ასაკისა და სპეციალობის ადამიანებისგან ინფორმაციის მიღება. 
1. თქვენთვის არის თუ არა ცნობილი ბირთვული იარაღის არსებობა?
2. ამჟამად რომელი სახელმწიფო ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას და ვინ ეწინააღმდეგება მას?


პასუხები უნდა ჩაიწეროს გარკვევით. 
თითოეულ ჯგუფთან მაქვს სამუშაო შეხვედრა. გამოკითხვის დამთავრების შემდეგ გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა. შედეგები წარმოადგინეს დიაგრამების სახით. 
დამატებითი ინფორმაცია ბავშვებმა მოიძიეს ინტერნეტის დახმარებითაც. ნახეს ხიროსიმასა და ნაგასაკის სურათები. რამაც ნათელი წარმოდგენა შეუქმნა თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ბირთვულ იარაღს.

4. მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გამოკითხვების ჩატარების უნარ-ჩვევები. ინტერნეტიდან მოძიებული ძალიან დიდი ინფორმაციიდან მათთვის საჭიროს ამოღება და გაგება. 

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძებაშეიქმნას: მოვაწყობთ ერთდღიან აქციას სკოლის ეზოში (ასფალტზე ხატვა, პლაკატების დამზადება), თემაზე: ~დავიცვათ მსოფლიო ბირთვული იარაღისგან!~

8. სარგებელი სხვებისთვის: მთელი სკოლის მოსწავლეები ჩაერთო აქციაში და შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, მის უარყოფით შედეგებზე. 

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ფიზიკა, ისტ, სამოქალაქო თავდაცვა. 

12. პროექტის ფასილიტატარიელეონორა ურუშაძე.

13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: elourushadze@gmail.com

No comments:

Post a Comment